საქართველოში ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციის ჯანდაცვის და ლაბორატორიული მედიცინის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

26 – 27 ივნისს საქართველოს დედაქალაქ თბილისში ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციის (EA) ჯანდაცვის და ლაბორატორიული მედიცინის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის მუშაობაში ევროკავშირისა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის (EFTA) 20-ზე მეტი ქვეყნის აკრედიტაციის ორგანიზაციის 30-ზე მეტი წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საქართველოს აკრედიტაციის ცენტრმა უმასპინძლა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებმა ევროკავშირში სამედიცინო ლაბორატორიების აკრედიტაციის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ნათია მიქელაძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრის ორგანიზება საქართველოში პირველად ხდება. მისი თქმით, ეს შესაძლებლობა ქვეყანას მას შემდეგ მიეცა, რაც საქართველო და სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციის „A“ კატეგორიის წევრი გახდა.

„მსგავს სამუშაო ჯგუფებსა და შესაბამისი მიმართულების კომიტეტების მუშაობაში საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლები რეგულარულად მონაწილეობენ, რაც, ერთი მხრივ, ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციის წევრობის ვალდებულებიდან მომდინარეობს, მეორეს მხრივ კი, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა ქართველ სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს, მუდმივად გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები და ჩართული იყვნენ ევროკავშირის დონეზე აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ფორმირების პროცესებში,“ - აღნიშნა ნათია მიქელაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე