ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც სერიოზულ ეჭვებს აჩენს საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ქვეყნის ერთგულებასთან დაკავშირებით, ასევე მის მზადყოფნასთან დაკავშირებით, შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობის თავისი ვალდებულებები“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეა სრულად უჭერს მხარს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ კანონი სრულად და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.

„ასამბლეა მიიჩნევს, რომ ეს კანონი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ მისი მიღების წესი შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო არაკომერციული სუბიექტების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან - რომლისთვისაც საქართველოში უკვე არსებობს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა - ისევე, როგორც არაფერი აქვს საერთო ფარული და მანკიერი უცხოური ჩარევის პრევენციასთან. პირიქით, ის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე ხელისუფლების გადაჭარბებული კონტროლის საშუალებას იძლევა. ამიტომ, კანონი დაუყოვნებლივ მთლიანად უნდა გაუქმდეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პარლამენტარების წინააღმდეგ პოლიციის მიერ გადაჭარბებული, არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან, ძალადობრივ თავდასხმებთან და დაშინებასთან დაკავშირებით. ასევე ნათქვამია, რომ ეს ფაქტები სრულყოფილად არ გამოძიებულა და ხელისუფლების მიერ სათანადოდ არ დაგმობილა, რამაც, შესაძლოა, ასეთი ქმედებების დაუსჯელობის კლიმატი გამოიწვიოს.

„ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ქმედებების ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ყველა ცნობა ძალის გადამეტებული გამოყენების, ძალადობრივი თავდასხმების შესახებ და დაშინების კამპანიები შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ სრულად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტი 66 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღეს, 5-მა დელეგატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის ავტორები არიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა