ლევან დავითაშვილი - ქართული ფეხბურთი არამარტო იბრუნებს თავის დიდებას, არამედ კიდევ უფრო დიდებული მომავლის შესაქმნელად  ემზადება, რომელიც, არაერთ ლეგენდად დარჩება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას

პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლებელი არაფერია.

„ვერანაირი ემოცია ვერ გამოხატავს სრულყოფილად იმ სიხარულს, იმ სიამაყეს, იმ განცდებს, რაც გუშინ საქართველომ მიიღო - ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლებელი არაფერია და მთელმა მსოფლიომ ნახა ქართველი ფეხბურთელების პროფესიონალიზმი, უმაღლესი კლასი და ერთიანი, გუნდური ბრძოლა ერთ-ერთ ძლევამოსილ საფეხბურთო ნაკრებთან გამარჯვების მოსაპოვებლად. როცა ევროპის შუაგულში, მთელი მსოფლიო უყურებს და ემოციით იმეორებს ქართველი ფეხბურთელების გვარებს და სახელებს, როცა ქართული სპორტის არაერთ სახეობაში მიღწეული წარმატებების დროს სიამაყით აფრიალებულ ქართულ დროშას უკვე საფეხბურთო სტადიონებზეც ხედავს მილიონობით ადამიანი, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფაქტს, რომ საქართველო ევროპისა და მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილია, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ყველა შესაძლებლობა, თავის უმთავრეს მიზნებს მიაღწიოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ბევრისთვის იყო ეს შედეგი დაუჯერებელი, მაგრამ ახლა, არა მხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრები, არამედ მართლა მთელი საქართველო უდიდესი სიამაყით, უდიდესი თავდაჯერებულობითა და იმედით ელოდება საქართველოს ნაკრების მომდევნო გამარჯვებებს.

„დიახ, ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ ისტორია უკვე დაიწერა, ეს ნიშნავს, რომ მრავალი წლის შემდეგ ქართული ფეხბურთი არამარტო იბრუნებს თავის დიდებას, არამედ ახალი, კიდევ უფრო დიდებული მომავლის შესაქმნელად ემზადება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არაერთ ლეგენდად დარჩება როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„მჯერა, გუშინდელი გამარჯვება ქართული ფეხბურთის უდიდესი მომავლის დასაწყისია და მსურს, უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ფეხბურთელს, მთავარ მწვრთნელს, ფეხბურთის ფედერაციას და ყველას, ვინც თუნდაც უმცირესი წვლილი შეიტანა ამ გასაოცარი შედეგების მიღწევაში, მადლობა გულშემატკივრებს და მადლობა ყველა ადამიანს, ვინც თავისი მადლიერება გამოხატა საქართველოს ეროვნული ნაკრების მიმართ. ერთობით, შრომითა და მონდომებით კიდევ ბევრჯერ დავამტკიცებთ, რომ შეუძლებელი არაფერია“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია