ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია - ვშიშობთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უარყოფითად იმოქმედებს არჩევნების ჩატარებაზე და მისი შედეგის მიმართ დაინტერესებული მხარეების და საზოგადოების ნდობაზე

ასამბლეა შეშფოთებულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საკამათო მიღება არ არის იზოლირებული მოვლენა, არამედ მთელი რიგი მოვლენების კულმინაციას წარმოადგენს, რომლებიც აშკარად მიუთითებს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშია აღნიშნული, რომელიც დღეს მიიღეს.

„ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მკაფიოდ აღასრულოს საკუთარი ვალდებულება ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და შემდგომი ევროინტეგრაციის მიმართ და შეასრულოს საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები და ევროსაბჭოში გაწევრიანების ვალდებულებები, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული და ხელშესახები ქმედებებით“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არ შეიძლება განიხილებოდეს საქართველოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისგან იზოლირებულად.

„ასამბლეა შიშობს, რომ ეს კანონი უარყოფითად იმოქმედებს ამ არჩევნების ჩატარებაზე და მისი შედეგის მიმართ დაინტერესებული მხარეების და საზოგადოების ნდობაზე, რამაც, შეიძლება, გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ამ კანონის მიღებამ, მიუხედავად მის წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებული წინააღმდეგობისა ქართულ საზოგადოებაში, მოახლოებული არჩევნები გარდაუვლად გადააქცია დე ფაქტო რეფერენდუმად საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო კავშირის შესახებ, საგრძნობლად გაზარდა ფსონები ამ არჩევნებში და ზრდის პოლარიზაციას და დაძაბულობას წინასაარჩევნო კლიმატში“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ამასთან, ასამბლეა შეშფოთებულია, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება, ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება.

„მათი, როგორც არჩევნების დამკვირვებლების გამორიცხვა, ასამბლეისთვის სრულიად მიუღებელი და, რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიული იქნება“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებითაც.

„ასამბლეა გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. წინასაარჩევნო პერიოდში ასეთ ემოციურად დატვირთულ საკითხებზე ამ საკამათო კანონპროექტების წარდგენა სამწუხაროა. ამ კონტექსტში, ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას წინასაარჩევნოდ ლგბტი-ფობიის პოლიტიკური მანიპულირების გამო. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის დასკვნაში მგამოხატული შეშფოთება და რეკომენდაციები ამ კანონების შესახებ“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია