„თეატრალური იმერეთი - 2024“-ის გრანპრი ხონის სახალხო თეატრს გადაეცა

საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი - 2024“ -ის გრანპრი ხონის სახალხო თეატრს საუკეთესო სპექტაკლისთვის -„აზნაურები“ გადაეცა, რომლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა.

იმერეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროფესიული ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე 13 ნომინაციაში გამარჯვებულები დასახელდნენ.

„ფესტივალის ფარგლებში ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმერეთის 20-მდე პროფესიული, სამოქალაქო და სახალხო თეატრი მონაწილეობდა, გარდა ამისა სტუმრის სტატუსით ჩაერთო მოლდოვისა და ლიეტუვას თეატრები.

იმერეთის თეატრალური ფესტივალი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. რეჟისორები და მსახიობები პუბლიკის წინაშე წარდგნენ: კომედიური, ტრაგედიული, დრამატული, ტრაგიკომიკური და სხვა ხასიათის სპექტაკლებით.

საერთაშორისო ფესტივალი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის თეატრალური საზოგადოების ორგანიზებით, ასევე კულტურისა და სპორტის განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. საერთაშორისო ფესტივალის მე-15 სეზონი საზეიმოდ დაიხურა.

საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი - 2024“ ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:1. ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი -,,აზნაურები“ რეჟისორი გოჩა კაპანაძე (ხონის სახალხო თეატრი); 2. ნომინაცია - საუკეთესო რეჟისურა - ,,ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“ რეჟისორი მამუკა ცერცვაძე (თერჯოლის სახალხო თეატრი); 3. ნომინაცია - საუკეთესო სცენოგრაფია - „გაკვეთილი“ ვანის სახალხო თეატრი და „პალატა N 6“ სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატულ თეატრი; 4. ნომინაცია - საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - ,,ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი);5. ნომინაცია - ქალის მთავარი როლი - ირინე ჩხეიძე ,,ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი); 6. ნომინაცია - მამაკაცის მთავარი როლი - სოსო კოტორეიშვილი ,,ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი);7. საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი -გიორგი შენგელია „პალატა N6“ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი) და გიორგი ბუბუტეიშვილი „გაკვეთილი“;8. საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი - თეონა ლომსიანიძე „ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი) და მარიამ ბუტილი „პალატა N6“ ( სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი); 9. ნომინაცია - ქალის ეპიზოდური როლი - ლუიზა კიკნაძე „ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი); 10. საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი - დავით ჭყოიძე „ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი); 11. ნომინაცია - საუკეთესო ქორეოგრაფია -„ირინეს ბედნიერება“ ბაღდათის სახალხო თეატრი და „ბაკულას ღორები“ წყალტუბოს სახალხო თეატრი; 12. ჟიურის სპეციალური პრიზი-საჩხერის სახალხო თეატრი „ნატვრის ხე“ და ტყიბულის სახალხო თეატრს „როგორ გადავიქეცი ამანათად“;13. ჟიურის და ფესტივალის საორგანიზაციო გუნდის სპეციალური პრიზი-წყალტუბოს თეატრის მსახიობს სერგო კირკიტაძეს გალაკტიონის როლის ორიგინალურად შესრულებისთვის დ.კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა