საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის გუნდი ქვიშის ფრენბურთში ზაფხულის უნივერსიადის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი, სტუდენტების - პეტრე ლობჟანიძისა და ზურაბ მუკბანიანის შემადგენლობით, ქვიშის ფრენბურთში „ზაფხულის უნივერსიადა 2024“-ის გამარჯვებული და ოქროს თასის მფლობელია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, „ზაფხულის უნივერსიადა 2024“-ის ფარგლებში, ქვიშის ფრენბურთის ტურნირში, რომელიც ქობულეთში მიმდინარეობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტ ვაჟთა და გოგონათა გუნდები მონაწილეობდნენ. ფრენბურთის სახეობაში საუნივერსიტეტო გუნდების მწვრთნელი სულხან ახვლედიანია.

მათივე ინფორმაციით, ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფრენბურთის გუნდმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ქვიშის ფრენბურთში „ზაფხულის უნივერსიადა 2024“-ის ოქროს თასი მოიპოვა და ტურნირის უპირობო გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, ფრენბურთელებს ოქროს თასის მოპოვებას ულოცავს და სასპორტო კარიერასა და სწავლაში წარმატებებს უსურვებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, ჩვენს საუნივერსიტეტო გუნდს გამარჯვებას ვულოცავ. ჩვენი ახალგაზრდები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებენ, ტურნირებში უნივერსიტეტის სახელით აქტიურად მონაწილეობენ და იმარჯვებენ - მადლობას ვუხდით მათ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერას კვლავაც ვპირდებით“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

ვაჟ ფრენბურთელთა საუნივერსიტეტო გუნდს გამარჯვებას ულოცავს სტუ-ის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ იოსელიანი.

როგორც ის აღნიშნავს, „ზაფხულის უნივერსიადა 2024“ ქვიშის ფეხბურთის ტურნირით დასრულდება. მისი ინფორმაციით, ტურნირი ქვიშის ფეხბურთში სტარტს მიმდინარე წლის 1 ივლისიდან აიღებს და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი ჩაერთვება, რომელიც ასევე გაამართლებს უნივერსიტეტის იმედს და საპრიზო ადგილს მოიპოვებს.

სტუ-ის ინფორმაციით, „ზაფხულის უნივერსიადა 2024“ საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ღონისძიების მიზანია საუნივერსიტეტო სპორტში ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა