ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში უსაფრთხოების შესახებ სამ შეთანხმებას მოაწერს ხელს, მათ შორის ერთს - ევროკავშირთან, - ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.

„შევხვდები ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ლიდერებს და გავმართავ ორმხრივ მოლაპარაკებებს. ჩვენ გავაფორმებთ სამ შეთანხმებას უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის ერთს ევროკავშირთან, როგორც მთლიანად ბლოკთან. პირველად, ეს შეთანხმება ითვალისწინებს 27-ვე წევრი სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყონ უკრაინას ფართო მხარდაჭერა, შიდა ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის მიერ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანას ისტორიულ მიზანთან აახლოებს, რომელიც გულისხმობს მშვიდობას და კეთილდღეობას საერთო ევროპულ სახლში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა