შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფომრაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მტკიცე მეგობრულ კავშირებს და დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების მზადყოფნა.

„მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. ასევე, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე, როგორც ენერგორესურსების ტრანსპორტირების სწრაფ და სანდო მარშრუტზე. შეხვედრაზე ისაუბრეს სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე. ხაზი გაესვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს.

შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველთვის მზად არის, ხელი შეუწყოს რეგიონულ სტაბილურობასა და მშვიდობას, მათ შორის, საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი, სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე