პრემიერი - დღეს ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს - საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ბოლო დღეებში ყველა ფეხბურთით, ყველა სპორტით ცხოვრობს და დღევანდელი დღეც ამით იყო გამორჩეული. დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, რაც დაფასებას იმსახურებს.

„ბოლო დღეებში, ყველა ფეხბურთით, ყველა სპორტით ცხოვრობს და დღევანდელი დღეც ამით იყო გამორჩეული. დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფოს ვალია დიასპორაზე ზრუნვა, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა და მათი საქართველოსთან კავშირის შენარჩუნება, დამყარება, სახელმწიფო მოქმედებს, სწორედ, ამ პასუხისმგებლობით. დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება, დღეს დაჯილდოვდა არა ერთი დიასპორის წარმომადგენელი იმ განსაკუთრებული დამსახურებისთვის, რომელიც მათ მიუძღვით ქვეყნის წინაშე. საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას", - აღნიშნა პრემიერმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს