ირაკლი კობახიძე - პარლამენტში  მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, გვექნება საუბარი სამომავლო გეგმებზეც

თებერვალში წარდგენილ ანგარიშში მქონდა საუბარი სამომავლო გეგმებზე, აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 28 ივნისს, პარლამენტში მოხსენების წარდგენას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხება სამომავლო გეგმებსაც, თუმცა დეტალური გეგმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იქნება ცნობილი.

„ტრადიციულად, ეს მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში. თებერვალში მქონდა ანგარიში, საუბარი სამომავლო გეგმებზე. აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, რომელსაც წარვადგენ, ასევე - ზოგადად გვექნება საუბარი, მათ შორის, სამომავლო გეგმებზეც, თუმცა უფრო დეტალურად, სამომავლო გეგმებზე გვექნება საუბარი საარჩევნო კამპანიის პერიოდში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია