ირაკლი კობახიძე  - ევროინტეგრაციის გზაზე გვქონდა ოთხი მთავარი კონკრეტული შედეგი და ოთხივე შედეგი ქვეყანამ სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიიღო

ჩვენ თანმიმდევრულად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველაზე მეტად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის 2030 წელს სწორედ საქართველო იქნება მზად.

„ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვქონდა ოთხი მთავარი კონკრეტული შედეგი და ოთხივე შედეგი ქვეყანამ მიიღო სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა იყო ძალიან რთული, უამრავი სირთულით აღსავსე, ჩვენ მოვახერხეთ და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის ძალიან კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა