ევროკავშირის ლიდერები - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მოქმედების კურსი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას

ევროპული საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში გათვალისწინებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უკუსვლას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განმარტონ თავიანთი განზრახვები მოქმედების მიმდინარე კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას“, - აღნიშნულია სამიტის დასკვნით დოკუმენტში.

ამასთან, ევროპული საბჭო ითხოვს, შეწყდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის აქტები და ხაზს უსვამს, რომ იმ ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს ბლოკის წევრი გახდეს.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მხარს უჭერს მნიშვნელოვან გრძელვადიან და მოკლევადიან საარჩევნო დაკვირვებას პარტნიორების მიერ. ის გააგრძელებს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იგი იმეორებს ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, განაგრძოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ