FT - აშშ და ისრაელი უკრაინასთან Patriot-ის სისტემების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

შეერთებული შტატები, ისრაელი და უკრაინა კიევისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის 8-მდე სისტემის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, - ამის შესახებ Financial Times-ი მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, შეთანხმება საბოლოოდ ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ, სავარაუდოდ, ის ითვალისწინებს ისრაელის Patriot-ების გაგზავნას ჯერ შეერთებულ შტატებში, იქიდან კი უკრაინაში. მოლაპარაკებები სამი ქვეყნის მინისტრებისა და სხვა მაღალჩინოსნების დონეზე მიმდინარეობს.

Financial Times-ი წერს, რომ ამჟამად უკრაინას აქვს Patriot-ის მინიმუმ ოთხი სისტემა, რომელიც აშშ-მა და გერმანიამ მიაწოდეს და ახალი მარაგების შემთხვევაში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად გაძლიერდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება