პრემიერი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტს დღეს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე მოხსენებით დღეს, 28 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარდგება.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

პრემიერ-მინისტრ კობახიძის თქმით, მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს.

„ ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში. თებერვალში მქონდა ანგარიში, საუბარი სამომავლო გეგმებზე. აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, რომელსაც წარვადგენ, ასევე - ზოგადად გვექნება საუბარი, მათ შორის, სამომავლო გეგმებზეც, თუმცა უფრო დეტალურად, სამომავლო გეგმებზე გვექნება საუბარი საარჩევნო კამპანიის პერიოდში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წერილობითი ფორმით უკვე წარდგენილია. დოკუმენტი 2023 წლის ივნისიდან - 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე