შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას იცავს ნატო-ს ატომური და ეკონომიკის სოლიდარობის ქოლგა, თუ უნდათ, რომ ჩვენი გადმოსახედიდან შეაფასონ სიტუაცია, ჯერ ჩვენ ტყავში უნდა იცხოვრონ

ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას იცავს ნატო-ს ატომური და ეკონომიკის სოლიდარობის ქოლგა, თუ უნდათ, რომ ჩვენი გადმოსახედიდან შეაფასონ სიტუაცია, ჯერ ჩვენ ტყავში უნდა იცხოვრონ, ის ომები და გამოწვევები უნდა ჰქონდეთ გამოვლილი, რომლებიც ჩვენნაირ ქვეყანას აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მხოლოდ საქართველომ იცის რა გამოწვევების და რისკების წინაშე დგას ქვეყანა. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის რთულია სიტუაციის შეფასება, რადგან მათ არ გაუვლიათ ის ქვეყნის განვითარების 30-წლიანი ისტორია, რომელიც საქართველომ გაიარა.

„ვფიქრობ, ნელ-ნელა გარკვეული ემოციები დაცხრება და ყველა გაანალიზებს, რომ ყველა ქვეყნის უფლებაა, იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარი სუვერენიტეტის გასამტკიცებლად.

ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ ცხოვრობს ჩვენს ტყავში. ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით, ქართველებმა რა არის ჩვენი რისკები და გამოწვევები. ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას იცავს ნატო-ს ატომური ქოლგა, ასევე ევროკავშირის ეკონომიკის სოლიდარობის ქოლგა, ჩვენ ამ ქოლგით არც არავინ გვფარავს, ახლო მომავალში არც არავინ დაგვფარავს. თუ უნდათ, რომ ჩვენი გადმოსახედიდან შეაფასონ სიტუაცია, ჯერ ჩვენს ტყავში უნდა იცხოვრონ, ის ომებიც უნდა ჰქონდეთ გამოვლილი და ის გამოწვევებიც, რომლებიც ჩვენ რეგიონში ჩვენნაირ ქვეყანას აქვს. ჩვენთვის ვერ იქნებიან დარიგების მომცემნი ის ქვეყნები, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომლებსაც არ გაუვლიათ ის 30-წლიანი ისტორია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“ ეთერში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია