შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში იქცა თოჯინად, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ უცხო პოლიტიკური ჯგუფების ხელში - ეს არის ერთი შეკრული წრე

სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში იქცა თოჯინად, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ უცხო პოლიტიკური ჯგუფების ხელში - ეს არის ერთი შეკრული წრე, რასაც ჩვენ ვხედავთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი, არღვევს კონსტიტუციას და ერევა არჩევნებში. მისი თქმით, ასევე, უცხოური დონორები, მაგალითად NDI, რომელიც აფინანსებს ოპოზიციის წინასაარჩევნო ტურნეებს, ეს სადამკვირვებლო ორგანიზაციაც არღვევს ეთიკისა და ქცევის კოდექსს.

„მემორანდუმი, რომელსაც ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორც თავის თავს ეძახიან, უცხოეთში მოაწერეს ხელი, ეს ხომ სხვა განზომილებაა იმისა, როგორ წარმოუდგენიათ მათ პატრიოტიზმი და როგორ ხედავენ ისინი ხალხის მსახურებას. საბოლოო ჯამში, ეს გადაჯგუფებები მოსახლეობის მხარდაჭერას ვერ მიიღებს. სალომე ზურაბიშვილი ყოველ დღე არღვევს კონსტიტუციას. ის ერევა საარჩევნო კამპანიაში, საარჩევნო სტრატეგიებში, რაც აბსოლუტურად შორს უნდა იყოს მისი პოზიციის მქონე ადამიანისგან, მაგრამ ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ამ წინა საარჩევნო პროცესში და ამაზე ვფიქრობ მედიამაც უნდა გაამახვილოს ყურადღება. ერთი მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ სტანდარტები იყოს დაცული წინასაარჩევნო პერიოდში თუ ზოგადად არჩევნებისა, მოგვიწოდებენ ისინი, რომლებიც აცდენილები არიან სტანდარტებს. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას და ერევა არჩევნებში. უცხოური დონორები, მაგალითად NDI, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ არის გრძელვადიანი დამკვირვებლები, ამავე დროს, ქარტიის ხელმომწერ პარტიების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო ტურნეს უფინანსებს. ეს არის პირდაპირი დარღვევა დამკვირვებელი ორგანიზაციის ეთიკისა და ქცევის კოდექსისა, როდესაც დამკვირვებელი, რომელიც უნდა იყოს მიუკერძოებელი, აფინანსებს ოპოზიციის გაერთიანების წინასაარჩევნო ტურნეებს, ეს არის პირდაპირ დარღვევა დამკვირვებელი ორგანიზაციის ეთიკისა და ქცევის კოდექსისა. NDI თუ ახლა არის დამკვირვებელი და პარალელურად აფინანსებს რადიკალური ოპოზიციის სააგიტაციო შეხვედრებს, ეს ეწინააღმდეგება ეთიკას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“ ეთერში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია