კახა კალაძე - ფეხბურთმა ისევ გააერთიანა მთელი ქვეყანა და გვაჩუქა სიამაყის განცდა, რომ ამ პატარა ქვეყანას უდიდესი პოტენციალი აქვს

გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელების თაობა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით შევძელით იმ შედეგის მიღწევა, რაც თუნდაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიულოცა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა.

„მინდა, სრულიად საქართველოს, ყველა ადამიანს, ვისაც ქვეყნის, სპორტსმენების წარმატება უხარია, მივულოცო ეს გამარჯვება. მართლაც სასიხარულოა, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. გავედით მერვედფინალში, რაც ძალიან მაგარია. პორტუგალიის ნაკრები 2:0 დავამარცხეთ, ჩვენმა ბიჭებმა კი საუკეთესო თამაში აჩვენეს. მინდა, ყველა მათგანს მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო შემდეგ შეხვედრაში. ასევე, მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც ჩვენს ბიჭებს ქომაგობდა გერმანიაში, საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მართლაც ძალიან დიდი მხარდაჭერა და ენთუზიაზმი იყო. ფეხბურთმა ისევ გააერთიანა მთელი ქვეყანა და გვაჩუქა სიამაყის განცდა, რომ ამ პატარა ქვეყანას უდიდესი პოტენციალი აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა, ასევე ქართული სპორტის და კერძოდ, ფეხბურთის მიმართულებით სახელმწიფოს ჩართულობასა და მხარდაჭერაზეც ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, წარმატება შემთხვევით არ მოსულა. ეს არის თავდაუზოგავი შრომის, ძალისხმევის, მიზანდასახულობის შედეგი, რასაც თან ერთოდა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა. იყო დრო, როდესაც ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფომ თანხები გამოყო და ამაზე ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ ადამიანი ქილიკობდა. უფრო ადრე კი იყო გაყიდული და გასხვისებული სტადიონები კორპუსების ასაშენებლად და ბიზნესსაქმიანობისთვის. ჩვენ გვაქვს გამორჩეული სიყვარული ფეხბურთის მიმართ, გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელების თაობა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით შევძელით იმ შედეგის მიღწევა, რაც თუნდაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო. ამ გზაზე იყო ბევრი იმედგაცრუება, მაგრამ ყველა იმ ადამიანს, ვისაც გვჯეროდა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელი იყო, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ეს მხარდაჭერა, რასაკვირველია, კიდევ უფრო გაიზრდება, რათა ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები მეტად დაინტერესდნენ ამ სპორტით და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ეროვნულ ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს.

„აქვე მადლობას გადავუხდი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. როგორც იცით, ფონდი „ქართუ“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარს გადასცემს. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი გუნდი დამატებით 30 მილიონს მიიღებს. საქართველო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდე. წინ კიდევ უფრო ბევრი გამარჯვება გველოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა