IFCN - ბოლო წლებში ფაქტების გადამმოწმებლებს, თავს ესხმიან და ისინი შეურაცხყოფის და დევნის ობიექტები ხდებიან

GlobalFact-ის მე-11 კონფერენციაზე, რომელიც სარაევოში გაიმართა, მსოფლიოს ფაქტების გადამოწმების 130 ორგანიზაციამ 80 ქვეყნიდან, „სარაევოს განცხადება“ მიიღო, რომელშიც მხარს უჭერენ ფაქტების გადამოწმებას, როგორც სიტყვის თავისუფლებას და არა ცენზურას.

„განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება მთელ მსოფლიოში ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებსა და ფაქტების გადამოწმების სპეციალისტებზე გახშირებული თავდასხმების თაობაზე. ბოლო წლებში ფაქტების გადამმოწმებლები სულ უფრო მტრულ დამოკიდებულებას განიცდიან, მათ შორის ონლაინ მუქარებს, სამართლებრივ პრობლემებს და მიზანმიმართულ დევნას,“ - აღნიშნულია პრესრელიზში, რომელიც ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელმა (IFCN) გაავრცელა.

განცხადებაში მსოფლიოს სხა ქვეყნებთან ერთად ყურადღება გამახვილებულია საქართველოში შექმნილ ვითარებაზეც.

„ცოტა ხნის წინ, საქართველოში, პარლამენტმა მოსთხოვა სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“, რაც, ფაქტობრივად, „უცხოეთის აგენტის“ სინონიმია. ასეთი კანონმდებლობა მიმართულია დიდი გამოცდილების მქონე ფაქტების გადამმოწმებელი ჯგუფების, მათ შორის „მითების დეტექტორის“ და „ფაქტ-მეტრი საქართველოს“ წინააღმდეგ. ამ კანონმდებლობის მიღების შემდეგ „მითების დეტექტორის“ ოფისი ვანდალიზმის, ხოლო ორივე ჯგუფი მუქარების ობიექტი გახდა.“

მიმდინარე თავდასხმებზე საპასუხოდ, IFCN-მა და მისმა წევრმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებმა GlobalFact-ის მე-11 კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ფაქტების გადამოწმება თავისუფალი გამოხატვის აქტია, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება და საინფორმაციო ეკოსისტემის გაუმჯობესებაა.

ბოლო წლებში ფაქტების გადამმოწმებლებს, როგორც ინტერნეტის ცენზორებს თავს ესხმიან და ამ თავდასხმების შემდეგ ისინი შეურაცხყოფის და დევნის ობიექტები ხდებიან. ასეთი რეაქცია უსაფუძვლოა. ცენზურა ინფორმაციას მალავს. ფაქტების შემოწმება კი ინფორმაციას ამატებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ ურყევ ერთგულებას ინფორმაციის წვდომისა და გამოხატვის თავისუფლებისადმი ყველა ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში. საზოგადოებას სჭირდება ზუსტი ინფორმაცია, რათა მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი ხელისუფლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის და ცხოვრების ყველა ასპექტის შესახებ. ფაქტების გადამოწმება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებისა და ინფორმაციის ეკოსისტემის გაუმჯობესების საქმეში. ფაქტების გადამოწმება აძლიერებს საჯარო დისკუსიებს და ის არასდროს უნდა იქნეს ცენზურის ფრომად მიჩნეული“,- ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ ინფორმაციას მედიის განვითარების ფონდი MDF ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე