პრემიერი - იყო სამარცხვინო სპეკულაციები კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებით, რაც შემაშფოთებელია - ფეხბურთელი უნდა იყოს პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი და კონცენტრირებული იყოს ფეხბურთზე და თამაშზე

ამ დღეებში იყო გარკვეული სამარცხვინო სპეკულაციები კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებით, რაც ძალიან შემაშფოთებელია - ფეხბურთელი თავიდან ბოლომდე უნდა იყოს პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი და კონცენტრირებული უნდა იყოს ფეხბურთზე და თამაშზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს იყო შემთხვევები, როდესაც საფეხბურთო შემადგენლობის დაყენებაში მმართველი პარტიის წარმომადგენლები პირდაპირ ერეოდნენ.

„მინდა გავიხსენო ძველი პრაქტიკა შედარებისთვის, რადგან ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ხოლმე, საქმე სხვანაირად წარმოაჩინონ. მახსენდება მოვლენები წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის არჩეული პრეზიდენტი მეორე დილას გადადგა. მახსოვს, მაშინდელი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დღეს პარლამენტის წევრიც არის ოპოზიციიდან, როგორ შევარდა ფეხბურთის მოედანზე და როგორ ჩაარტყა წიხლი საფეხბურთო მსაჯს - მაშინ გუბერნატორი იყო ეს ადამიანი. ასევე მახსენდება „ნორჩი დინამოელის“ უნიკალური საფეხბურთო ბაზის გასხვისება თბილისში და ბათუმის სტადიონის დანგრევა. წლების განმავლობაში ბათუმი - საფეხბურთო ქალაქი სტადიონის გარეშე იყო. მახსოვს შემთხვევები, როდესაც შემადგენლობის დაყენებაში მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები პირდაპირ ერეოდნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ნაკრებში ძალიან ღირსეული და წარმატებული ფეხბურთელები თამაშობდნენ, ფეხბურთი წარმატებას ვერ აღწევდა, რადგან მიდგომები განსხვავებული იყო.

„ამ დღეებში იყო გარკვეული სამარცხვინო სპეკულაციები კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებით, რაც ძალიან შემაშფოთებელია. იმიტომ, რომ ესეც ერთგვარი წნეხია ფეხბურთელზე. ფეხბურთელი თავიდან ბოლომდე უნდა იყოს პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი და კონცენტრირებული უნდა იყოს ფეხბურთზე და თამაშზე. როდესაც ასეთ დროს მცდელობაა, რომ მასზე პოლიტიკური წნეხი განხორციელდეს, მიუღებელია.

მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც [წინა ხელისუფლების დროს] ჩვენს ნაკრებში ძალიან ღირსეული და წარმატებული ფეხბურთელები თამაშობდნენ ფეხბურთი წარმატებას ვერ აღწევდა, რადგან მიდგომები განსხვავებული იყო“, - აღნიშნა კობახიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში