სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

2024 წლის 27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს სიოფრა ო'ლირის, საქართველოს არჩეულ მოსამართლეს ლადო ჭანტურიას და სასამართლოს რეგისტრატორის მოადგილეს აბელ კამპოსს შეხვდნენ.

ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სასამართლო მეგობრის მოსაზრებების (Amicus Curiae) მომზადებისა და გაგზავნის პრაქტიკა და სასამართლოს გადაწყვეტილებების მიღებისას მათი მნიშვნელობა განიხილეს. ასევე ისაუბრეს სასამართლოს გაძლიერების შესაძლებლობებზე.

„სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას, ქვეყანაში სამართლიანობის ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა