ირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს და მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, მათი როლი ამ წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, გამორჩეულ ფეხბურთელს თავის დროზე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს და დღეს არაჩვეულებრივ მწვრთნელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ასევე ქართველ გულშემატკივარს და აღნიშნა, რომ გულშემატკივრის როლი საქართველოს ნაკრების წარმატებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, გამორჩეულ ფეხბურთელს თავის დროზე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს და დღეს არაჩვეულებრივ მწვრთნელს. ვინც ერკვევა ფეხბურთში, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ მისი წვლილი ამ წარმატებაში არის გამორჩეული და განსაკუთრებული. მადლობა ჩვენს საამაყო მწვრთნელს ამისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს. თურქეთთან განსხვავებული ვითარება იყო, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან თამაშზე ჩვენი გულშემატკივრები ჭარბობდნენ და მადლობა ამ ენთუზიაზმისთვის. ყველამ ვიცით, რომ გულშემატკივარი არის მეთორმეტე მოთამაშე და გულშემატკივრის როლი ამ წარმატებაშიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს მთავრობამ თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა იმაში, რომ რაც შეიძლება მეტ ქართველს შესძლებოდა ევროპის ჩემპიონატზე დასწრება, ფრენების სუბსიდირებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს