ირაკლი კობახიძე - რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით,  1,4 მლნ ადამიანია დღეს საქართველოში დასაქმებული, რაც ისტორიული რეკორდია 90-იანი წლების შემდეგ

რომ შევადაროთ ამ წლის პირველი კვარტალი წინა წლის პირველ კვარტალს, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა დონე საქართველოში და 14% შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე პირდაპირ აისახება.

„ამ საკითხთან დაკავშირებითაც ხშირად გვესმის სპეკულაციები. მაგალითისათვის ავიღოთ უმუშევრობის მაჩვენებელი - რომ შევადაროთ ამ წლის პირველი კვარტალი, წინა წლის პირველ კვარტალს, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა საქართველოში და 14% შეადგინა. 18%-დან 14%-მდე შემცირდა. დამატებით დასაქმდა 130 000 ადამიანი და რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით, 1,4 მლნ ადამიანია დღეს საქართველოში დასაქმებული, რაც 90-იანი წლების შემდეგ ისტორიული რეკორდია.

რაც შეეხება სიღარიბეს, მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 30% იყო, შესაბამისად, 1,1 მლნ-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 2023 წლის მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და სიღარიბე არის შემცირებულ 11,8%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს საქართველოში 435 000 ადამიანი. ესეც ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელი მაჩვენებელი. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, როგორც უკვე ვთქვი, სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა, მაგრამ ასევე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ 1,1 მლნ ადამიანიდან სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა 435 000 ადამიანამდე, ჩვენი ხელისუფლების პირობებში.

აქ მახსოვს ერთ-ერთი ოპოზიციონერი გამოდიოდა და საუბრობდა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებზე, რომელიც პროგნოზირებდა, თუ არ ვცდები, წელიწადში საშუალოდ სიღარიბის 0,8 პროცენტული პუნქტით შემცირებას, ამ პროგნოზის საპირისპიროდ, შარშან სიღარიბე საქართველოში 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, აქედან გამომდინარე, წელსაც ათი-ათასობით ადამიანი დაძლევს სიღარიბეს და მაღალი ალბათობით 2024 წელს უკვე ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდება, სიღარიბის კუთხით. მთლიანობაში შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან დღემდე, 700 000-მდე მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, რომელიც მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა ჩვენი საბოლოო ეროვნული ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ განულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა