პრემიერი - გასულ წელს მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.4 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება

გასულ წელს მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.4 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

მისი შეფასებით, გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში 259 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო ექსპორტირდა, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ასევე სოფლის მეურნეობა არის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. გასულ წელს მსოფლიოს 106 ქვეყანაში რეკორდული, 1.4 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული, რაც წინა წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება. მათ შორის, გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში 259 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო ექსპორტირდა, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა 4.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის შესაბამის მაჩვენებელს ზუსტად ორჯერ აღემატება. მაშინ მაჩვენებელი 2.4 მლრდ იყო.

გასული წლის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოცულობამ 7.5 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 2 მილიარდი ლარი იყო.

იზრდება ხეხილის ბაღების ფართობები, რაც სახელმწიფო პროგრამის − „დანერგე მომავლის“ შედეგია. საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფოს მხარდაჭერით 2 800 ჰა-ზე ახალი ბაღები გაშენდა.

მიმდინარეობდა სამუშაოები განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ, დამუშავდა 90 ათას ჰექტრამდე ფართობი.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში ხორციელდება. მთლიანობაში ყოველწლიურად ძალიან დიდი ინვესტიციები იდება სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს მხრიდან, რაც კერძო ინვესტიციებს წაახალისებს და ეს ყველაფერი, გარდა ეკონომიკის განვითარებისა, მნიშვნელოვანია ქართული სოფლის გაძლიერებისთვისაც“, - განაცხადა პრემიერმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია