ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვყავდა ურთულესი მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ბიჭები არ შეუშინდნენ და დადგნენ ორ ფეხზე - სადაც დავდგებით ორ ფეხზე, იქ საქართველო გაიმარჯვებს

ჩვენ გვყავდა ურთულესი მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ბიჭები არ შეუშინდნენ და დადგნენ ორ ფეხზე. სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას. სადაც დავდგებით ორ ფეხზე, იქ საქართველო გაიმარჯვებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ 2030 წლამდე საქართველო გამთლიანდება და აფხაზეთთან და ოსეთთან ერთად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

„საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ჰყავდა ძალიან რთული მეტოქეები, მათ შორის, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვიდრე გავიდოდით ევროპის ჩემპიონატზე. ასევე ჩვენ გვყავდა ურთულესი მეტოქეები უკვე ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ბიჭები არ შეუშინდნენ და დადგნენ ორ ფეხზე. თქვენ გახსოვთ ეს ცნობილი მეტაფორა. სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას. სადაც დავდგებით ორ ფეხზე, იქ საქართველო გაიმარჯვებს.

მომდევნო 4 წელი იქნება ახალი გარდამტეხი ეტაპი საქართველოს განვითარების გზაზე. ჩვენ გვაქვს ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა - სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ორივე ოცნება არის ასრულებადი, ძალიან თამამად შეიძლება ამის თქმა. მთავარია ჩვენ ვიდგეთ ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე მჯერა, რომ 2030 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად და ერთად შევალთ ევროკავშირში, ერთად გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა.“- განაცხადა კობახიძემ.

ანგარიშის წარდგენის დასასრულს მან ფეხბურთის აპოლიტიკურობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

„ბევრი ინტერპრეტაცია მიეცა ჩვენს საფეხბურთო წარმატებას, მათ შორის, ოპოზიცია ცდილობდა თავისებური ინტერპრეტაცია მიეცა საფეხბურთო წარმატებისთვის. რა თქმა უნდა, ზოგადად სასურველია, რომ ეს სფერო- ფეხბურთი იყოს დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან. ფეხბურთი არის ყველასი, თითოეული ფეხბურთელი არის ყველასი და ასე უნდა დარჩეს ეს სფერო. ვიღაცები ცდილობენ, რომ სხვანაირად წარმართონ პროცესები, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ სპორტის აპოლიტიკურობას. აპოლიტიკური უნდა იყოს სპორტი და ამაზე მაქსიმალურად ვიზრუნებ.“- განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება