ირაკლი კობახიძე - შენდება 11 იუსტიციის სახლი, ამით დასრულდება ყველა მნიშვნელოვან პუნქტში იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი

წარმატებით წარმოებდა სამუშაოები საზოგადოებრივი მომსახურების შემდგომი დახვეწის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს 11 იუსტიციის სახლის მშენებლობა და ამით ყველა მნიშვნელოვან პუნქტში დასრულდება იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი.

„წარმატებით წარმოებდა სამუშაოები საზოგადოებრივი მომსახურების შემდგომი დახვეწის უზრუნველსაყოფად. ცალკე გამოვყოფ იუსტიციის სახლებს, ბოლოს სამტრედიაში გავხსენით ახალი იუსტიციის სახლი. მიმდინარეობს 11 იუსტიციის სახლის მშენებლობა, ამით დასრულდება ყველა მნიშვნელოვან პუნქტში იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მობილური იუსტიციის სახლების პროექტი. მათი რაოდენობა 20-მდე გაიზარდა და მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი. აღსანიშნავია, რომ მობილური იუსტიციის სახლები კვირის განმავლობაში ერთდროულად ემსახურება 90 სოფელს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანვე ყურადღება გაამახვილა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე აიზომა მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი და ამ სამუშაოების ნახევარი, სწორედ, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა.

„მიწის სისტემური რეგისტრაცია არის ასევე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო მუშაობს. უკვე აიზომა მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი, ქვეყნის მასშტაბით; მათ შორის, ნახევარ მილიონზე მეტი აიზომა ამ საანგარიშო პერიოდში. დღეში საშუალოდ 3 500 – 4 000 მიწის ნაკვეთი იზომება, დაახლოებით 2 700 კი - რეგისტრირდება ყოველდღიურად. ეს არის ძალიან დიდი სამუშაო, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს და მადლობა იუსტიციის მინისტრს ამისათვის,“- განაცხადა პრემიერმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა