ირაკლი კობახიძე - არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის, ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის

არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის, ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემაში სამომავლოდ მნიშნველოვანი რეფორმებია დაგეგმილი.

კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი, ოქტომბერში, წინასაარჩევნოდ წარადგენს ახალ 4-წლიან გეგმას, რომელიც მიზნად ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ისახავს.

„მადლობა კიდევ ერთხელ ჯანდაცვის მინისტრს იმისათვის, რომ მას აქვს ასეთი ძალიან აქტიური და ცოცხალი კომუნიკაცია, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, ასევე პაციენტებთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც უკავშირდება უშუალოდ მათ ინტერესებს.

მინდა გავიხსენო რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი, რომელიც საბოლოოდ გადაწყდა საავადმყოფოს პერსონალის ინტერესების და რეკომენდაციების გათვალისწინებით. აქ მთავარი იყო ის, რომ ეს რეკომენდაციები იყო თავისთავად არგუმენტირებული, საფუძვლიანი და საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სივრცის უკანა ტერიტორიაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის თაობაზე. პროექტირება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ამის შემდეგ დაიწყება უკვე მშენებლობის სამუშაოები. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ წინა სივრცე იქნებოდა გამოყენებული საინვესტიციო პროექტისთვის, თუმცა ამაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის, ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის.

მთავრობა უზრუნველყოფდა მიზნობრივ ჯგუფებს, მათ შორის ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბავშვებს სოციალური დაცვის პროგრამებით. ჩვენ წინა გამოსვლის დროს, 8 თებერვალს გვქონდა საკმაოდ აქტიური მსჯელობა პენსიონერების სესხებზე და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვაწარმოეთ პოლაპარაკებები რიოგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე პროვაიდერ ლიბერთი ბანკთან და მივაღწიეთ შეთანხმებას. მადლობა ლიბერთი ბანკს იმისათვის, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინა და რამდენიმე პროცენტული პუნქტით ამის შედეგად შემცირდა პროცენტული განაკვეთი საპენსიო სესხებზე.

ასევე მინდა ცალკე აღვნიშნო კოვიდ-ამნისტია, რომელიც განხორციელდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ათასობით მოქალაქეს ჩამოეწერა კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები. რამდენიმე წელი ჩვენს თანამოქალაქეებს რჩებოდათ ჯარიმები, რომლებიც იყო გადაუხდელი და მათი ამოღება იქნებოდა აბსოლუტურად არაგონივრული. ჯარიმისგან გათავისუფლდა 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხამ შეადგინა დაახლოებით 5.6 მლნ ლარი“, - განაცხადა პრემიერმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა