ირაკლი კობახიძე - თბილისის ახალი სტადიონის იქნება ბრიტანული სტილის, უზრუნველყოფს მაქსიმალურ ემოციურ კავშირს მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის, რაც სპორტული წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

თბილისის ახალი სტადიონის ბრიტანული სტილის იქნება, სტადიონი მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის მაქსიმალურ ემოციურ კავშირს უზრუნველყოფს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული წარმატებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ახალი სტადიონის პროექტს გამოუჩნდა კრიტიკოსები და მისთვის გასაკვირია, რომ ეს ადამიანები თავს სპორტის გულშემატკივრობაზე დებენ.

„როგორც მოგეხსენებათ ჩვენ დავაანონსეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა თბილისში, რომელიც განკუთვნილი იქნება ფეხბურთისა და რაგბისთვის. იქნება გათვლილი 70 ათას მაყურებელზე, რაც მოგვცემს საერთაშორისო მასშტაბის უმნიშვნელოვანესი მატჩების მასპინძლობის საშუალებას. დღეს დინამო სტადიონზე ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. მაგალითისათვის: ჩვენ ამ სტადიონზე გვექნება ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის შესაძლებლობა. გარდა იმისა, რომ აშენდება ეს სტადიონი, ჩვენ აქედანვე დავიწყებთ განაცხადის შეტანას იმისათვის, რომ 2028 წელს თბილისმა, ახალმა სტადიონმა ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლოს საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო დონეზე ქვეყნის წარმოჩენისთვის.

ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ემოციურ კავშირს მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, სპორტული წარმატებისთვის. მე მქონდა საშუალება, დავსწრებოდი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს, სადაც სწორედ ასეთი ტიპის სტადიონებზე გაიმართა მატჩები და წარმოუდგენელია ეს ემოციური კავშირი, რაც მყარდება მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის ასეთი ტიპის სტადიონებზე. ჩემდა გასაკვირად, ამ ინიციატივასაც კი გამოუჩნდა კრიტიკოსები და კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ ეს კრიტიკოსები თავს სპორტის გულშემატკივრობაზე დებენ. მათ შორის, ერთ-ერთი სპორტის კომენტატორი, არ ვიცი მისი სახელი და გვარი, გამოდიოდა და სცადა ამ პროექტის გაკრიტიკება. მე არ ვიცი, ამას რა შეიძლება დაერქვას, როცა ხარ პოლიტიკურად მიკერძოებული. როგორც ჩანს, თავიდან ბოლომდე დაბინდული გაქვს გონება და გულშემატკივრობაც გადადის უკანა პლანზე.

ეს პროექტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეს პროექტი სათანადო ვადებში და სათანადო ხარისხით განხორციელდება. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში საერთაშორისო გამოცდილი კომპანია ჩავრთოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში