პრემიერი - საქართველო ეფექტიან პოლიტიკას აწარმოებდა იმისათვის, რომ ქვეყნის ტერიტორია არ ყოფილიყო გამოყენებული დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად

საქართველო ეფექტიან პოლიტიკას აწარმოებდა იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორია არ ყოფილიყო გამოყენებული დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში სამმხრივი მისია იყო ჩამოსული, კერძოდ, აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები, რომელთაც ძალიან დადებითად შეაფასეს ის ძალისხმევა, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მხრიდან ხორციელდება.

„ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ვახორციელებთ 50 მაღალპრიორიტეტული საქონლის ჯგუფის გადაადგილების მონიტორინგს, ხორციელდება პერიოდული ანგარიშგება. მიღებულია საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 1898 გადაწყვეტილება, ამ პერიოდის განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ჩამოსული იყო სამმხრივი მისია აშშ-ის, საქართველოში ევროკავშირისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც ძალიან დადებითად შეაფასეს ის ძალისხმევა, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება. მომავალშიც ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მოქმედებას“,- განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა