ირაკლი კობახიძე - ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლება, ჯანდაცვა, შემოგთავაზებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს

ყველას გახსოვთ ქართველი ხალხის ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის 80-იანი წლების ბოლოდან 90-იანი წლების დასაწყისში და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა დღესაც გრძელდება იმისათვის, რომ დაწყებული გზა ბოლომდე მივიყვანოთ.

„დღესაც გრძელდება ბრძოლა იმისათვის, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული გზა და თქვენ იცით, რა არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანები.

თუმცა, მანამდე მინდა ვისაუბრო ძირითად გამოწვევებზე, რომლებთანაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში შეჭიდება მოგვიწევს, პირველი, ეს არის დემოგრაფია.

მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, ჩვენ კვლავაც გვაქვს დასავლეთ ევროპულთან შედარებით დაბალი ეკონომიკური მაჩვენებელი, თუმცა ტენდენციები ისეთია, რომ ცხოვრების დონე სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მაგალითად იგივე გერმანიაში მოსახლეობის ცხოვრების დონეს წამოეწევა და სხვაობა შემცირდება ორმაგამდე, მაშინ, როდესაც 2012 წელს გერმანიაში მოქალაქე ცხოვრობდა ოთხნახევარჯერ უკეთესად, ვიდრე საქართველოს მოქალაქე.

სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2029 წლისთვის მხოლოდ ორმაგამდე შემცირდება სხვაობა გერმანიასა და საქართველოს შორის მოსახლეობის ცხოვრების დონის თვალსაზრისით. ამ ტენდენციის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი. დემოგრაფიაზეც დადებითად აისახება ეს ეკონომიკური ზრდა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მაგალითად გერმანიაში სამჯერ უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე საქართველოში, რა თქმა უნდა, არის სერიოზული გამოწვევები, გამოცდილების გადინების კუთხით, გვაქვს სხვადასხვა ტიპის დემოგრაფიული გამოწვევები.

მომდევნო 4-წლიან პროგრამაში ამ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

სიღარიბის დაძლევა, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, გვაქვს მუდმივი პროგრესი, მუდმივი ციფრების შემცირება ამ მიმართულებით, თუმცა ძალისხმევა მაქსიმალურად უნდა გაგრძელდეს და ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ განულებაა.

განათლება და ჯანდაცვა, სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით არის განსაკუთრებული მოთხოვნა რეფორმებზე და მინდა წინასწარ დავაანონსო, რომ ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლება, ასევე ჯანდაცვა. შემოგთავაზებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია