ბოლნისის მერია - ბოლნისის მუნიციპალიტეტს დღეიდან 3 ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი შპს ბოლნისის კომუნალური მეურნეობის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს შეხვდა და ნაგავმზიდების ექსპლუატაციაში გაშვების პროცესს დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის დახმარებით, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტს „ივეკოს“ ფირმის ორი 10 და ერთი 16-კუბიანი ახალი ნაგავმზიდი გადმოეცა.

„ნაგავმზიდები არის სხვადასხვა წარმადობისა და სხვადასხვა რელიეფისთვის განკუთვნილი, რათა მათ ყველა სეზონსა და კლიმატურ პირობებში შეძლონ ოპერირება. მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს პერიოდში ნარჩენების შემკრებ სპეციალურ ყუთებს შეიძენს, რომლებიც ახალ ნაგავმზიდებზე იქნება ადაპტირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს პერიოდში ნარჩენების შემკრებ სპეციალურ ყუთებს შეიძენს, რომლებიც ახალ ნაგავმზიდებზე იქნება ადაპტირებული.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტს დღეიდან „ივეკოს“ ფირმის ორი 10 და ერთი 16-კუბიანი ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება. დღეს ბოლნისის კომუნალური მეურნეობის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს შევხვდი და ნაგავმზიდების ექსპლუატაციაში გაშვების პროცესს უშუალოდ დავესწარი.

აღნიშნული ნაგავმზიდები, რომლებიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გადმოგვეცა, არის სხვადასხვა წარმადობისა და სხვადასხვა რელიეფისთვის განკუთვნილი, რათა მათ ყველა სეზონსა და კლიმატურ პირობებში შეძლონ ოპერირება. მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს პერიოდში ნარჩენების შემკრებ სპეციალურ ყუთებს შეიძენს, რომლებიც ახალ ნაგავმზიდებზე იქნება ადაპტირებული”, - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია