ირაკლი კობახიძე - ლევილის მამულის გარშემო განვითარებული მოვლენები აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერას, სიმბოლურიცაა, რომ პროვოკაცია მოაწყვეს იმ ადგილას, რომელიც ქვეყნის იდენტობის ნაწილია

ლევილის მამულის გარშემო განვითარებული მოვლენები აბსოლუტურად ნიშანდობლივია და აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერას, არ უფრთხილდებიან არაფერს და პირიქით, სიმბოლურიც არის, რომ მათ პროვოკაცია მოაწყვეს სწორედ, იმ ადგილას, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობის ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ლევილის მამულში კონკრეტული ადამიანები იყვნენ მისულები, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში „ზონდერობდნენ“.

„რაც შეეხება ლევილის მამულის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ნიშანდობლივია და აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერას, არ უფრთხილდებიან არაფერს და პირიქით, სიმბოლურიც არის, რომ მათ პროვოკაცია მოაწყვეს სწორედ, იმ ადგილას, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობის ნაწილია. მათ შორის, პოლიტიკური იდენტობის ნაწილია, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სიმბოლიზმის ნაწილია. და ვინ იყო იქ [ლევილის მამულში] მისული? - მისულები იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ზონდერობდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. ეს აჩვენებს, რა თქმა უნდა, მათ ხელწერას. როგორც არ გაუვიდათ მათ არაფერი მთელი ამ წლების განმავლობაში, ასევე, არ გაუვათ არც ასეთი პროვოკაციები, არც მომავალში“, - განაცხადა კობახიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის