პრემიერი - იმისათვის, რომ საზოგადოებას არ შექმნოდა არასწორი წარმოდგენა, თითქოს ჩვენ გვერჩის ევროკავშირი, ან აშშ, ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე - ევროკავშირსაც და აშშ-საც სჭირდება დეოლიგარქიზაცია

ევროკავშირსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სჭირდება დეოლიგარქიზაცია და იმედი მაქვს, რომ პროცესები ამ მიმართულებით წარიმართება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოპოზიცია „საქმის ისე წარმოჩენას ცდილობდა, თითქოს ევროკავშირი და აშშ იყვნენ და არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარეს“.

„სინამდვილეში, ამ ორი - სამი წლის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია დაგვეცვა. ძალიან ხშირად, ამ წლების განმავლობაში, უსამართლო ნაბიჯები იდგმებოდა ევროპელი და ამერიკელი საზოგადოების სახელით. კონკრეტული უსამართლო განცხადებები კეთდებოდა ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების სახელით. ამას აკეთებდნენ მაგალითად, ევროპარლამენტარები, სენატორები, კონგრესმენები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

იმისათვის, რომ ჩვენ თავიდან აგვერიდებინა დასავლელი ინსტიტუტების რეპუტაციის დაზიანება ქართველი საზოგადოების თვალში, ვსაუბრობდით, გლობალურ ომის პარტიაზე, რაც სიმართლეც არის, ყველაფერთან ერთად. ერთი, რომ ეს გვაძლევდა ჩვენ დარტყმის თავიდან აცილების საშუალებას დასავლელ ინსტიტუტებზე, მეორე - სიმართლეც ეს არის. სინამდვილეში, ყველა ეს განცხადება, ყველა ეს ნაბიჯი იდგმებოდა არა ამერიკული და ევროპული ინსტიტუტების მხრიდან, არამედ ე.წ გლობალური ომის პარტიის მხრიდან, რომელსაც სამწუხაროდ, სერიოზული გავლენა აქვს ოფიციალურ სტრუქტურებზე როგორც ერთი, ასევე, მეორე მიმართულებით.

იმისათვის, რომ საზოგადოებას არ შექმნოდა არასწორი წარმოდგენა თითქოს ჩვენ გვერჩის ევროკავშირი, ან აშშ, ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე. ევროკავშირსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სჭირდება დეოლიგარქიზაცია და იმედი მაქვს, რომ პროცესები ამ მიმართულებით წარიმართება. შესაბამისად, შემცირდება ზეწოლა საქართველოზე.

აქედან გამომდინარე, თუ ვინმე ეწეოდა საქართველოში ანტიდასავლურ დეზინფორმაციას, ეს იყო სწორედ ოპოზიცია, რომელიც საქმის ისე წარმოჩენას ცდილობდა, თითქოს ევროკავშირი და აშშ იყვნენ და არიან კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მხარეს. ერთი წამით რომ წარმოიდგინოს ეს ქართველმა საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, იმთავითვე დაიმსხვრევა რეპუტაცია, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენი გზავნილი იქითკენ იყო მიმართული, რომ მაქსიმალურად გავფრთხილებოდით დასავლეთის იმიჯს საქართველოში. ქართველმა საზოგადოებამ ერთი წამითაც არ უნდა იფიქროს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარს უჭერენ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას". იმ ადამიანებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ 2004 წლიდან, 2012 წლის ჩათვლით ადამიანების წამებით, ციხეების გადავსებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ტერიტორიების დაკარგვით და ა.შ. ეს არ უნდა იფიქროს ქართულმა საზოგადოებამ და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ ამისათვის",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება