ფინეთმა უკრაინის დახმარების 159 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტი გამოაცხადა

ფინეთმა უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარება გამოაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის 24-ე მხარდაჭერის პაკეტი ჰელსინკს, დაახლოებით, 159 მილიონი ევრო დაუჯდება. გადაწყვეტილება მთავრობის რეკომენდაციით რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე.

„ოპერაციული მიზეზების გამო და დახმარების უსაფრთხო მიწოდების უზრუნველსაყოფად, დამატებითი ინფორმაცია არ იქნება მოწოდებული დახმარების კონკრეტული შემადგენლობის, მიწოდების მეთოდის ან გრაფიკის შესახებ“, - აღნიშნულია ფინეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

უწყების განცხადებით, ფინეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„საუბარია არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, ბოლოს და ბოლოს, ყველა თავისუფალი ხალხის არსებობის უფლების საკითხზე“, - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული თავდაცვითი საშუალებების ჯამური ღირებულება 2.2 მილიარდ ევროს შეადგენს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა