ალუდა ღუდუშაური - რატომ არ იმყოფება ამა თუ იმ ქვეყნის ელჩი პრემიერის ანგარიშის მოხსენებაზე, ვერ გეტყვით - რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დემარშის და მსგავსი ეპითეტების გამოყენებას, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინო საქციელია

თუ რატომ არ იმყოფება ამა თუ იმ ქვეყნის ელჩი პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოხსენებაზე, ვერ გეტყვით - არ ვიცი რა კომუნიკაცია იყო პროტოკოლის სამსახურსა და კონკრეტულ საელჩოს შესაბამის სამსახურს შორის , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი სპეკულაციაა და კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ეს არის დემარში“ სამარცხვინოა.

„მე ვერ გეტყვით, არ ვიცი, რატომ არ ბრძანდებიან თქვენს მიერ დასახელებული ქვეყნების ელჩები. ეს პარლამენტის პროტოკოლს და მათ წარმომადგენლობას უნდა ვკითხოთ. მე ამასთან დაკავშირებით გამიჭირდება პასუხის გაცემა. მე ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, თუ რატომ არ იმყოფება ამა თუ იმ ქვეყნის ელჩი პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოხსენებაზე, მე ვერ გეტყვით და არც შეიძლება, რომ ამასთან დაკავშირებით მქონდეს ინფორმაცია, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი რა კომუნიკაცია იყო პროტოკოლის სამსახურსა და კონკრეტულ საელჩოს შესაბამის სამსახურს შორის. ვერ გეტყვით, შეიძლება ელჩი აქ არ იმყოფება... მგონია, რომ ეს არის სპეკულაცია და არ მინდა, რომ ზედმეტ სპეკულაციებში შევიდე. რაც შეეხება ოპოზიციის და ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში მყოფი ტელევიზიების მიერ მტკიცებით ფორმატში ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას, რომ დემარშს და მსგავს ეპითეტებს იყენებენ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინო საქციელი“. - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის წარდგენას არ ესწრებოდნენ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, გარდა უნგრეთისა. პარლამენტში არ მისულა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია