ირაკლი კობახიძე - პარლამენტის დღევანდელი სხდომა არის ილუსტრაცია იმისა, რომ სადაც არ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა", იქ არის სიმშვიდე და მშვიდობა, სადაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა", იქ არის უკულტურობა, უზრდელობა, უინტელექტობა

დღევანდელი სხდომა არის კიდევ ერთი ილუსტრაცია იმისა, რომ სადაც არ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა", იქ არის სიმშვიდე და იქ არის მშვიდობა. ეს არის ამ ყველაფრის კარგი მაგალითი. მეორე მხრივ, სადაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა", იქ არის უკულტურობა, უზრდელობა, უინტელექტობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია კიდევ ერთხელ გაექცა პოლიტიკურ დისკუსიას, დებატებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი გამომსვლელებს. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ყურადღებისთვის, მე კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ოპოზიციამ ვერ გაბედა დებატებში შესვლა, დღევანდელ დისკუსიაში მონაწილეობა. არადა ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურა, სადაც საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობაზე და რა უნდა აინტერესებდეს ოპოზიციას, თუ არა ასეთი ტიპის საკითხების განხილვაში მონაწილეობა, კითხვების დასმა. თუ მათ მხარეს არის სიმართლე, მაშინ რატომ გაურბიან ასეთი ტიპის დებატებს? საქმე იმაშია, რომ არც რესურსი აქვთ ინტელექტუალური და რაც მთავარია, სიმართლე არ არის მათ მხარეს. მათ წააგეს ყველა წინა დებატები მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში, მანამდეც, მაგრამ მე ხაზს ვუსვამ ამ საპარლამენტო მოწვევას, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიციის რიგები არის ცარიელი და ისინი კიდევ ერთხელ გაექცნენ პოლიტიკურ დისკუსიას, დებატებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ამან მეორე მხრივ, მოგვცა პროცედურის მშვიდად ჩატარების საშუალება და ეს დღევანდელი სხდომა არის კიდევ ერთი ილუსტრაცია იმისა, რომ სადაც არ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა", იქ არის სიმშვიდე და იქ არის მშვიდობა. ეს არის ამ ყველაფრის კარგი მაგალითი. მეორე მხრივ, სადაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა", იქ არის უკულტურობა, უზრდელობა, უინტელექტობა და ესეც ძალიან კარგად გაიხსენა კიდევ ერთხელ ქართულმა საზოგადოებამ. ეს ყველაფერი განაპირობებს იმ პოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც ჩვენ გვაქვს წინასაარჩევნოდ", - განაცხადა პრემიერმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა