არჩილ თალაკვაძე - დემოკრატიისთვის შეუთავსებელია, როდესაც ოპოზიციას არ უნდა, რომ ოპოზიცია იყოს

პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში სწორად აღნიშნა, რომ წარმატებები ფეხბურთში, წარმატებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირდაპირ გამოხატავს ქვეყნის განვითარების დონეს. რასაკვირველია, ეს შედეგები ვერ იქნებოდა მიღწეული თუ ქვეყანაში არ არის მშვიდობა და უსაფრთხოება, თუ ქვეყანაში არ არის სათანადო ეკონომიკური ზრდა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ მოტყუებული დარჩა საზოგადოება, განსაკუთრებით მოქალაქეების ის ნაწილი, რომელმაც პარლამენტში უპასუხისმგებლო, რადიკალური ოპოზიცია აირჩია.

„დემოკრატიისთვის შეუთავსებელია, როდესაც ოპოზიციას არ უნდა, რომ ოპოზიცია იყოს და ეს კულტურა აჩვენეს მათ არჩევნებიდან პირველი 8 თვის განმავლობაში, მაშინ როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ფუნქციური ინსტიტუტები და მათ შორის, ქმედითი პარლამენტი. ეს რადიკალური ოპოზიცია არ შემოვიდა პარლამენტში და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაებლოკათ ქვეყნის სახელისუფლებო ინსტიტუტების საქმიანობა", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, დღეისათვის საქართველოს ჰყავს ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომელსაც ძალაუფლებაში ყოფნის გარეშე, თავის მოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება არ შეუძლია.

„პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა - დაწყებული ჩვენი ეროვნული, უპირველესი ამოცანით, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს, ჩვენი საზოგადოების გაერთიანება, რომელიც მავთულხლართებით ხელოვნურად არის გაყოფილი. მან ასევე ისაუბრა უსაფრთხოებაზე, დემოკრატიაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც დღეს თანამედროვე სახელმწიფოს განვითარების ქვაკუთხედია და აქედან არც ერთი პირობის უგულებელყოფა არ შეიძლება. ეს აქცენტები სახელმწიფოებრივად სწორად იყო დასმული", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე ის პოლიტიკოსია, ვისი ლიდერობითაც საქართველომ საკონსტიტუციო რეფორმა ჩაატარა და დღეს, ქვეყანას ევროპული ტიპის, ეროვნულ ამოცანებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია აქვს.

„მინდა წარმატებები ვუსურვო და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა ირაკლი კობახიძის, ჩვენი მთავრობის და პოლიტიკური გუნდის მიმართ. ის ნამდვილად გამორჩეული ლიდერია, რომელსაც სიმშვიდის, ბალანსის, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება შეუძლია. მას შეუძლია გუნდთან ერთად იმ გადაწყვეტილებების მიღება, რაც ქვეყანას დღეს სჭირდება და დასჭირდება ხვალ. წარმატებები საქართველოს და წარმატებები ჩვენს მთავრობას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა