ამერიკული სასწავლო პროგრამები, რომელსაც Webster University Georgia-ში შეისწავლით

Webster University Georgia ახალი სასწავლო წლისთვის პროგრამების განახლებული კატალოგით ემზადება.

აბიტურიენტებსა და მაგისტრანტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, Webster University Georgia საკუთარ არჩევით სიაში მონიშნონ და ამერიკული განათლებისა და დიპლომის მიღების შესაძლებლობა არ დაკარგონ. უნივერსიტეტში მესამე აკადემიური წლისთვის 4 საბაკალავრო და 2 სამაგისტრო პროგრამაზე მიმდინარეობს რეგისტრაცია.

მშვნელოვანია, რომ Webster University Georgia-ს თითოეული პროგრამა აკრედიტებულია როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში. პროგრამებს აქვთ HLC (higher learning commission-ის აკრედიტაცია). Webster University 1925 წლიდან ინარჩუნებს ინსტიტუციურ აკრედიტაციას, რომელიც ვრცელდება მსოფლიო მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ Webster University Georgia-ს სტუდენტები მიიღებენ იმავე ხარისხს, რასაც მიიღებდნენ აშშ-ში.

2024-2025 სასწავლო წლისთვის საბაკალავრო პროგრამების განახლებული სია ასე გამოიყურება:

ბიზნესის ადმინისტრირება - პროგრამა შემუშავებულია ბიზნესის მართვის თანამედროვე გამოცდილებიდან გამომდინარე. მოიცავს ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა იმ დისციპლინას, რომელიც საჭიროა ბიზნესის ძირითადი კონცეფციების გასაგებად და ჩამოსაყალიბებლად. პროგრამა აცნობს სტუდენტს სხვადასხვა ბიზნესფუნქციებს, უვითარებს საჭირო უნარ-ჩვევებს და ბიზნესეთიკას ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად.

საერთაშორისო ურთიერთობები - პროგრამა შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. ის სტუდენტებს უვითარებს კომპლექსური საერთაშორისო ურთიერთობების აღქმისა და გაგების უნარ-ჩვევებს. საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გააანალიზონ იურიდიული, ისტორიული, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები. პროგრამის სტუდენტები ასევე იკვლევენ გლობალური საზოგადოების დინამიკას, სტრუქტურულ მახასიათებლებს და ჰუმანიტარულ საკითხებს.

ფსიქოლოგიის მეცნიერებები - პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტებმა შეიმეცნონ ადამიანის ქცევისა და ფსიქიკური პროცესების მიმდინარეობის ძირითადი ასპექტები. სასწავლო პროგრამა მოიცავს ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: კოგნიტურ, განმავითარებელ, სოციალურ და კლინიკურ ფსიქოლოგიას. სტუდენტები სწავლობენ ფსიქოლოგიური თეორიებისა და კვლევის მეთოდების გამოყენებას რეალურ სამყაროში.

კომპიუტერული მეცნიერებები - პროგრამა ფოკუსირებულია როგორც თეორიულ საფუძვლებზე, ისე მის პრაქტიკულ გამოყენებაზე. სტუდენტები იძენენ გამოცდილებას პროგრამირების, ალგორითმების, მონაცემთა სტრუქტურების, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიასა და კომპიუტერულ სისტემებზე. სასწავლო პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ აღჭურვოს სტუდენტები პრობლემის გადაჭრის უნარებით და ინოვაციების უნარით სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიებში.

ასევე გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამების შესახებ ინფორმაციას:

ბიზნესის ადმინისტრირება (MBA)- საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს საერთაშორისო შრომის ბაზარი კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალით, რომელსაც აქვს უნარი გააანალიზოს, შეაფასოს, გამოიყენოს პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები გადაწყვეტილების მიღებისას და შეძლოს ორგანიზაციის ღირებულებების განვითარება. ვებსტერის უნივერსიტეტი MBA პროგრამის ყველა სტუდენტს უვითარებს ორგანიზაციის მართვისა და ღირებულების შექმნის უნარ-ჩვევებს.

საერთაშორისო ურთიერთობები (MA)- საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გააანალიზონ მსოფლიო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული სირთულეები და პროცესები. პროგრამის კურსები მოიცავს ძირითად საკითხებს, როგორიცაა გლობალიზაცია, ადამიანის უფლებები, ჰუმანიტარული ქმედება და ეკონომიკური განვითარება. პროგრამას შეუძლია სტუდენტებს დაეხმაროს სამთავრობო სააგენტოსთან, საერთაშორისო ორგანიზაციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან ან მრავალეროვნულ კორპორაციასთან მუშაობისთვის მომზადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მიმართულების პროგრამები დამატებით აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ის მიერ. აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში საქართველოს ჩათვლით.

საქართველოს კამპუსში სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 7900$ დოლარია. ხოლო ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა - 16 080$, ავსტრიაში - 22 254$, აშშ - 29 680$, შვეიცარიაში კი 36 020$.

ამასთან, ამერიკული უნივერსიტეტის ქართული კამპუსი აბიტურიენტებს პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში 1 400$ ოდენობის გრანტს სთავაზობს.

Webster University Georgia სტუდენტებს არა მხოლოდ უმაღლეს ამერიკულ განათლებასა და ამერიკულ დიპლომს სთავაზობს, არამედ სწავლას უნივერსიტეტის 50-მდე კამპუსიდან ნებისმიერში.

Webster University ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსში აშშ-ში, მისოურის შტატში მდებარეობს. პირველი საერთაშორისო ფილიალი 1972 წელს ჟენევაში, შვეიცარიაში გაიხსნა. ამჟამად კი ვებსტერის უნივერსიტეტს სასწავლო კამპუსები აქვს შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთში, ტაილანდში, განასა და საბერძნეთში.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა