სოზარ სუბარი - ჩანაგდება ქვეყნები, ადამიანები იღუპებიან, ეკონომიკები ნადგურდება და ამ დროს, საქართველოში ეკონომიკური ზრდა პირველ ხუთ თვეში 9,6 %-ია - მშვიდობის შენარჩუნების მთავარი საყრდენია დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება

სტრატეგიული პარტნიორობა კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი და ეს ხაზი, რაც ახლა აქვს ჩვენს ხელისუფლებას, უნდა გავაგრძელოთ ყოველგვარი გადახრის გარეშე. დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და მაშინ იქნება გამარჯვებები სპორტშიც, კულტურაშიც და ქვეყანაც იქნება გამარჯვებული, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინეს.

სუბარის თქმით, არსებობს გლობალური გამოწვევები, რომლებზეც საქართველოს მომავალია დამოკიდებული.

„60-ზე მეტი კონფლიქტი მიმდინარეობს ამჟამად მსოფლიოში. ჩანაგდება ქვეყნები, ადამიანები იღუპებიან, ეკონომიკები ნადგურდება და ამ დროს საქართველოში, როგორც დღეს ითქვა, ეკონომიკური ზრდა პირველ ხუთ თვეში არის 9,6 %. ეკონომიკური ზრდა კი არა სახელმწიფოებრიობას შეეხება საფრთხე თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მშვიდობის შენარჩუნებას. დღეს არ გვაქვს უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა. ეკონომიკის გაძლიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ეკონომიკის გაძლიერებაზეა დამოკიდებული დარჩება ჩვენი მოსახლეობა საქართველოში თუ დაიწყებს სხვა ქვეყნებში თავშესაფრის ძებნას. ხოლო თუ ეკონომიკას განვავითარებთ, თუკი იქნება მშვიდობა, დემოკრატია, მაშინ ბევრი ჩვენი მოქალაქე, რომელიც სწორედ ეკონომიკურ სიდუხჭირეს გაექცა ქვეყნიდან, დაბრუნდება სამშობლოში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, მშვიდობის შენარჩუნების მთავარი საყრდენია ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება.

„ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის განვითარებას. შუა დერეფანი მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენთვის. ძალიან ბევრი ქვეყანა არ არის დაინტერესებული ამ დერეფნით. არ იფიქროთ, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ალტერნატივა არსებობს ძალიან ბევრი, უბრალოდ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის უპირატესობა, რომელიც გვაქვს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო