ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები არის ზნეობრივი, პოლიტიკურად გამართული და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე

პრემიერ-მინისტრის ანგარიში მიანიშნებს იმაზე, რა დინამიკითაც ხდება საქართველოს განვითარება. აქ უამრავი საკითხი იყო წამოჭრილი, მაგრამ ხაზგასმით მსურს აღვნიშნო ის მესიჯი, რომლითაც ბატონმა ირაკლი კობახიძემ დაასრულა თავისი მოხსენება და ეს მესიჯი არის ალბათ ყველაფრის შემკრები - ჩვენს ყველაზე დიდ ოცნებას და მიზანს - საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევას და ევროკავშირში ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად 2030 წელს შესვლას ეხება. ამ მესიჯში თავმოყრილია ის დიდი შრომა და გზა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში გაიარა და რა გზაც ჩვენ მომავალში გასავლელი გვაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, ეს გზა ადვილი არ იქნება, მაგრამ ის, რომ ქვეყანა სიღარიბის დაძლევას ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს, უკვე სახეზეა და ეკონომიკური ზრდაც არა მარტო ციფრებში გამოიხატება, არამედ გარკვეულწილად აისახება თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ცხოვრების დონეზეც.

მისივე თქმით, ყველაზე რთულად და ძნელად განსაჭვრეტი საკითხი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხია.

„ჩვენ ოფიციალურად გვაქვს გამოცხადებული და ძალიან დაბეჯითებით მივყვებით მშვიდობიანი გზით ქვეყნის რეინტეგრაციის პოლიტიკას. ეს არის ყველაზე რთული და ყველაზე ძნელი გზა. საქართველომ ამ გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში შეძლო და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, მტკიცედ დაიკავა უკრაინაში აგრესიის დამგმობი პოლიტიკა, საერთაშორისო სანქციების შესრულების კუთხით მოწინავე სახელმწიფო ვართ, ამავდროულად მოვახერხეთ ის, რომ რუსეთთან უაზრო კონფრონტაციაში არ შევედით. შეიძლება დიდი გეოპოლიტიკური საჭადრაკო დაფისთვის ეს კონფრონტაცია მომგებიანი იყო, მაგრამ საქართველოსთვის ეს იყო ის უაზრობა, რაც ჩვენს ქვეყანას საბოლოოდ დაანგრევდა. ეს არ მოხდა იმიტომ, რომ აქ ჩვენმა ხელისუფლებამ გონივრული პოლიტიკა გაატარა. რადგან საქართველოს და მისი ხელისუფლების ნაბიჯები არის ზნეობრივი, პოლიტიკურად გამართული, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სწორედ ეს ზნეობრივი პოზიცია არის ყველაზე უფრო მტკიცე ტაქტიკა, რომელიც საქართველოს გაიყვანს საბოლოოდ სამშვიდობოზე და სწორედ ეს ნაბიჯები არის იმ გზის მკვლევი ნაბიჯები, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს 2030 წლისთვის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მიჯნაზე მიიყვანს. ეს გზა არ არის მარტო საქართველოს მხრიდან გასავლელი, ეს გზა არის ევროკავშირის მხრიდანაც გასავლელი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა