ხატია დეკანოიძე პრემიერის ანგარიშზე - ამ ადამიანის დღევანდელი გამოსვლა იყო მასკარადი: „გლობალური ომის პარტია“, „რადიკალები“, „ცალ ფეხზე დგომა“, „სუვერენიტეტი“ - ეს ყველაფერი ფარისევლობაა

დეპუტატი ქალების რეგიონებში სიარული და ხალხთან შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანია არ არის, ეს არის საინფორმაციო კამპანია, მათ შორის მოსახლეობის წინაშე ანგარიშის ჩაბარება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ისაუბრა.

დეკანოიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკოსების რეგიონებში ვიზიტი და ხალხთან შეხვედრა, რადგან რეგიონები ყველაზე მეტად არის „ბინძურ სახელისუფლებო დეზინფორმაციულ წუმპეში“.

„რეგიონებში პოლიტიკოსებს ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდებათ იმისთვის, რომ ადამიანებამდე საკუთარი კონტაქტი ძალიან კარგად მიიტანონ, ამას პირველ რიგში, ჩემი ჩათვლით ვამბობ. მე არ ვარ კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რეგიონებში პოლიტიკოსების ნაკლებობა არის. ეს მათთვისაც უსაფრთხოების საყრდენი შეიძლება იყოს ვინმე პოლიტიკური ლიდერი. ცვლილებების მომხრე ძალიან ბევრი ადამიანია, მაგრამ ელოდებიან, როდის იქნება ოპოზიციის მხრიდან საბოლოო კონფიგურაცია, რათა თვითონაც ჩამოყალიბდნენ. ხელისუფლების ამ ბინძური პროპაგანდის წუმპეს განსაკუთრებით რეგიონი ისრუტავს, რადგან იქ სამთავრობო არხები უფრო მეტად არის გავრცელებული, მაგრამ ადამიანებს კითხვები მაინც აქვთ. ამ პროპაგანდის გასანეიტრალებლად ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით საუბარი. დეპუტატი ქალების რეგიონებში სიარული და ხალხთან შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანია არ არის, ეს არის საინფორმაციო კამპანია, მათ შორის მოსახლეობის წინაშე ანგარიშის ჩაბარება - რა გავაკეთეთ, რატომ არის ევროპა მნიშვნელოვანი. გვქონდა ძალიან კარგი საინფორმაციო ბუკლეტები რუსული კანონის შესახებ.

ხშირად ისმის ხოლმე შეკითხვა, რატომ ქალები? ჩვენ ამ პარლამენტში ქალებს, მიუხედავად სხვადასხვა იდეოლოგიური პლატფორმებისა, კარგად გამოგვდიოდა თანამშრომლობა. რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში ქალებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს შარშანაც და წელსაც. მოსახლეობაში ქალი პოლიტიკოსების მიმღებლობა არის ძალიან მაღალი და პოზიტიური. ამიტომ, ქალი პოლიტიკოსების შეხვედრა რეგიონების მოსახლეობასთან არ იქნება ერთჯერადი და აუცილებლად გაგრძელდება“,-განაცხადა დეკანოიძემ.

წამყვანის კითხვას, რას ფიქრობს პრემიერ ირაკლი კობახიძის დღევანდელ გამოსვლაზე პარლამენტში, სადაც მან წლიური ანგარიში წარადგინა, დეკანოიძემ უპასუხა, რომ ეს ანგარიში იყო ფარისევლობა და კობახიძეს ამით ახალი არაფერი უთქვამს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პრემიერი ევროკავშირს აგინებს და ბიუჯეტის ფულით ბერლინში ძვირადღირებულ ვოიაჟებს აწყობს.

„მე არ მივანიჭე დიდი მნიშვნელობა მის გამოსვლას იმიტომ, რომ მას ანგარიშში არაფერი უთქვამს ახალი. ეს იყო ყალბი, ფარისევლური ანგარიში, იგივე „გლობალური ომის პარტია“, რადიკალები, ცალ ფეხზე დგომა, სუვერენიტეტი - ეს ხომ ყველაფერი ფარისევლობაა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ ევროკავშირს აგინებენ, ლანძღავენ და შემდეგ ბერლინში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში ქირაობენ დარბაზს, იქვე ცხოვრობენ, ჭამენ, სვამენ, აწყობენ ფურშეტებს, თავისივე ელჩებს მასპინძლობენ, არ იყო ამბასადორიალი დანიშნული და სასწრაფოდ დანიშნეს. მე ზუსტად ვიცი, რა ღირს იქ საკონფერენციო დარბაზის დაქირავება. ბიუჯეტის ხარჯზე დადიოდნენ და მარტო კი არ წავიდნენ, საპარლამენტო მანდატურებიც კი წაყვანილი ჰყავდათ, პრესსამსახურის წევრები და ვინ აღარ. დაესწრნენ ფეხბურთს, მოიარეს იქაურობა და ამას აკეთებენ ჩვენს ხარჯზე. ამიტომ, დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობა და მასკარადი. ამ ადამიანს მორალური უფლება აღარ აქვს, რომ ესაუბროს საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა