მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, დამატებით ჩარტერულ რეისებზე, კიოლნი - თბილისის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება

„26 ივნისს უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. შესაბამისად, ჩვენ ოპერატიულად დავიწყეთ იმაზე ზრუნვა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ქართული ფეხბურთის ქომაგებს გერმანიაში ჩასვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. დღეს შევძელით და გასაყიდად გამოვიტანეთ 4 ჩარტერული რეისი. შედეგმა აბსოლუტურ მოლოდინს გადააჭარბა - გაყიდვის დაწყებიდან 15 წუთში, ფაქტობრივად, ყველა რეისი სრულად იყო გამოსყიდული. ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან და არსებულ 4 ჩარტერულ რეისს კიდევ სამი ფრენა დაემატება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დამატებითი ჩარტერულ რეისებზე ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება. კერძოდ, პორტალ TKT.GE - ზე გაიყიდება ბილეთები კიოლნი - თბილისის მიმართულებით და ქართველი გულშემატკივრები სუბსიდირებული ბილეთებით შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას.

"ფეხბურთის უამრავი ქომაგი გვეუბნება, რომ არ ყოფილიყო ჩარტერული რეისები, საქართველოს ამდენი მოქალაქე ვერ შეძლებდა, გერმანიაშივე ეგულშემატკივრა ჩვენი საფეხბურთო ნაკრებისთვის. ჩარტერულმა რეისებმა მოგვცა ზუსტად ის ეფექტი, რაც ჩაფიქრებული გვქონდა, საქართველოს ძალიან ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა ამ ჩარტერული რეისებით. ყველამ ვნახეთ, თუ რამდენი ჩვენი მოქალაქე ესწრებოდა სამივე მატჩს და ვფიქრობ, ჩვენც შევიტანეთ პატარა წვლილი ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ პროცესში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და იმედი გამოთქვა, რომ 30 ივნისს საქართველო კიდევ ერთ გამარჯვებას იზეიმებს. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეროვნულმა ნაკრებმა საქართველო სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა, რაც უდიდესი მნიშვნელობის იქნება ჩვენი ქვეყნის სწორი პოზიციონირების და ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა