თეონა აქუბარდია - პრემიერის მთელი ანგარიში სავსე იყო სიყალბით - ამის გამო შევედი ორი წუთით, რათა მისთვის მეთქვა, რამდენად ვნებს მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

მთელი ის ანგარიში სავსე იყო სიყალბითა და საკუთარი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობით, - ეს განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრემიერ ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა.

აქუბარდიას განმარტებით, ის მხოლოდ ორი წუთით შევიდა სხდომაზე, რათა ეთქვა პრემიერისთვის, თუ როგორ ვნებს ხელისუფლების პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტს.

„მთელი ის ანგარიში სავსე იყო სიყალბითა და საკუთარი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობით. მე ამის გამო შევედი სხდომაზე ორი წუთით, რათა მეთქვა მისთვის, თუ რამდენად ვნებს მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩამოვთვალე კონკრეტული სამი მაგალითი:

ერთი არის დევნილების მშვიდობიანი დაბრუნება; მეორე არის დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა და მესამე იყო ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის ანგარიში, რომელიც პარლამენტის რეზოლუციით შეიქმნა და რომლის ვალდებულებაც მთავრობამ დადგენილი წესით აიღო. მიუხედავად იმისა, რომ თამაზ გინტური ოკუპანტებმა ახლახანს მოგვიკლეს, მისი მკვლელების ვინაობა „ქართულმა ოცნებამ“ არ დაადგინა. ამ ვითარებაში ანგარიშის ამოღება კიდევ უფრო უწყობს საოკუპაციო რეჟიმის დაუსჯელობას ხელს და კიდევ უფრო მეტად აჩვენებს, თუ ვის მხარეს არის „ქართული ოცნება“. მაშინ, როდესაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მტრად აცხადებს, ხოლო ოკუპანტ რუსეთს, რომელიც საქართველოს მთავრობას სთავაზობს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ისე, რომ ქვეყნის 20%-ის ოკუპაციაზე უარს არ ამბობს, ამ ვითარებაში მხოლოდ და მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს და ცხინვალს ვუერთდებით მთელი ქვეყანა რუსეთის გავლენის სფეროში - ეს არის ის რეალობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის