სერგო ჩიხლაძე - 36 ქვეყნის მოწოდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოურ გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიოს, მორიგი მცდელობაა იმისა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, 36 ქვეყნის მოწოდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოურ გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიოს, მორიგი მცდელობაა იმისა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს.

„დასავლეთში, ჩვენ მეგობრებს ძალიან კარგად ესმით, რომ რუსული კანონი რეალურ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ მედიას და არის ავტორიტარიზმის ინსტრუმენტი, როგორც რუსეთში და სხვა მსგავს ქვეყნებშია. ასევე, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ჟესტი, რომ მან უარი თქვა დასავლურ ინტეგრაციაზე, დასავლურ ღირებულებებზე და ჩრდილოეთისკენ მიდის. ამიტომ, ეს წერილიც არის ჩვენი პარტნიორების, მეგობრების მორიგი მცდელობა, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე. თუმცა, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“დიდი ხანია აღარ რეაგირებს მოწოდებებზე, შეგონებებზე, წერილებზე, ამიტომ, ერთადერთი ქმედითი ბერკეტი, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე, არის ოქტომბრის არჩევნები, სადაც ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ჩამოშორდება ხელისუფლებას“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ყველა აქტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს