გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ევროკავშირის შემფასებელთა მისია პოზიტიურად აფასებს საქართველოს აგრარულ სექტორში მიღწეულ პროგრესს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის შემფასებელთა მისიასთან შეხვედრა გამართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეოთხე ფაზის 2023 წლისთვის აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი განახორციელეს, რომელიც სურსათის უვნებლობის და სოფლის განვითარების კომპონენტებს მოიცავს.

„შემფასებელთა მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების დინამიკა და პოზიტიურ ჭრილში მიმოიხილა საქართველოს აგრარულ სექტორში მიღწეული პროგრესი და შედეგები. ევროკავშირის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების კუთხით ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციებიც გაუზიარეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის შემფასებელთა მისიას პოზიტიური შეფასებისთვის და მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების კუთხით.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის შემფასებელთა მისიამ შეხვედრები სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს და საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლებთან გამართა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) საქართველოში 2013 წლიდან მიმდინარეობს. ENPARD ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, სიღარიბის დონის შემცირება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, ასევე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხის და კონკურენტუნარიანობის გაზრდა და მისი ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობაა“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში