Financial Times - წინასწარი მონაცემებით, ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

წინასწარი მონაცემებით, ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

FT-ის ცნობით, ამ დროისთვის 19 მილიონზე მეტი ხმაა დათვლილი და რეფორმისტ კანდიდატს მასუდ პეზეშკიანს 8,3 მილიონი ხმა აქვს, ხოლო რეჟიმის მხარდამჭერსა და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს საიდ ჯალილს 7,18 მილიონი.

ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებული მედიის ინფორმაციით, 28 ივნისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლების მქონე 61 მილიონი ამომრჩევლის დაახლოებით, 40% გამოცხადდა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებიდან ხმათა 50%-ზე მეტს ვერც ერთი მოიპოვებს, მაშინ საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის მეორე ტური 5 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ქვეყნის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი მაისში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა