კახა კალაძე ფეხბურთის ნაკრებისთვის 30 მილიონი ლარის გადაცემაზე - მადლობის მეტი რა გვეთქმის ბიძინა ივანიშვილზე, მის ოჯახზე ამ გადაწყვეტილების გამო - რატომ შეიძლება ადამიანი ამაზე დაიბოღმოს, მაგრამ ბრიყვები არიან

მადლობის მეტი რა გვეთქმის ბიძინა ივანიშვილზე, მის ოჯახზე ამ გადაწყვეტილების გამო, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის 30 მილიონი ლარის გადაცემას.

კალაძე ასევე გამოეხმაურა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ლუკა ლოჩოშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფულის გადარიცხვის ფაქტი „კარგი ჟესტია, თუმცა, ისინი არა ფულისთვის, არამედ ქვეყნისთვის თამაშობენ“. კალაძის თქმით, ფეხბურთელის ამ განცხადების სპეკულაციებისთვის გამოყენება „სიბრიყვეა“.

„ადამიანების, ჩვენი სპორტსმენების დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ყველაფრისთვის მადლობა პირადად მას [ივანიშვილს], მის ოჯახს, „ქართუ ფონდს“. მართლაც მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა, ამაზე არ ვჩერდებით, შემდეგი შეხვედრა ესპანეთთან გვაქვს და ასევე ესპანეთთან მოგების შემთხვევაში გუნდი ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს მიიღებს, რაც ძალიან მაგარი და მისასალმებელია. როგორ შეიძლება ეს ადამიანს არ მოეწონოს და რატომ შეიძლება ადამიანი დაიბოღმოს, მაგრამ ბრიყვები არიან. ტყუილად კი არ უთხრა იმ ჩვენმა მაგარმა კაცმა და მაგარმა მწვრთნელმა, ბრიყვები ხართო, ბრიყვები არიან, შესაბამისად, ისინი ქვეყნის მტრები არიან, არც ნაკრების წარმატება არ უხარიათ. მე მახსოვს, როცა ჩვენი ნაკრები მაკედონიასთან დამარცხდა, რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა სტატუსებს წერდნენ, ესენი ყველანი ბრიყვები იყვნენ, მათ არც გუნდის წარმატება უხარიათ, არც ჩვენი ბიჭების, არც ჩვენი ქვეყნის, თუმცა, მათ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი ყველამ უნდა გავაკეთოთ. ზოგადად, ფეხბურთელისთვის, როცა ასეთ დონეზე თამაშობ, რა თქმა უნდა, ფინანსურ მხარეს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ეს ჩვეულებრივი მომენტია. თუ ფულს არ გადაგვიხდიან, რა, არ მოიგებს თამაშს? ან არ გავა, არ ჩადებს? ეს თქვა ლოჩოშვილმაც, მაგრამ ამ ყველაფრის არასწორად ინტერპრეტაცია და იგივე, ამ ჯილდოს წინააღმდეგ ამ თემის წამოწევა, ნუ ბრიყვები არიან“, - აცხადებს კალაძე.

ის ასევე გამოეხმაურა ხვალ დაგეგმილ, საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებას.

„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამტკიცა და აჩვენა არამხოლოდ ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ ყველასთან შეუძლია თამაში. ჩვენ ძალიან მაგარი მწვრთნელი, ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს. დარწმუნებული ვარ, სწორი ტაქტიკით, იმ სათამაშო დისციპლინით, რა თქმა უნდა, ძალიან მაგრად ვითამაშებთ ესპანეთთანაც. ყველასთან შეიძლება თამაში, ყველასთან შეიძლება წარმატების მიღწევა, ეს წინა შეხვედრაშიც, სხვა შეხვედრებშიც დადასტურდა. საქართველოს ნაკრები ის გუნდია, რომლის წინააღმდეგ თამაში, რაც არ უნდა ძლიერი, ფავორიტი გუნდი იყოს, ამ შემთხვევაში, ესპანეთი მაქვს მხედველობაში, ყველას გაუჭირდება საქართველოს ნაკრებთან თამაში“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს