სომხეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ხორვატიაში ერთმანეთს შეხვდნენ

სომხეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ხორვატიაში ერთმანეთს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, არარატ მირზოიანისა და დმიტრო კულებას შეხვედრა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„მინისტრი მირზოიანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება