თორნიკე რიჟვაძე - ჩვენს ნაკრებს დამატებითი სტიმული მიეცემა იმ საჩუქრით და მხარდაჭერით, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა - ეს იქნება შემდგომი გამარჯვებების საწინდარი და წინაპირობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ნაკრების წევრებს ისტორიული გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, წლების განმავლობაში ხელისუფლების პოლიტიკამ, რომელიც მხარს უჭერდა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, შედეგი გამოიღო და ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ წარმოაჩინა ქვეყანაც და საკუთარი შესაძლებლობებიც.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ მხარდაჭერაზეც

„კიდევ ერთხელ მსურს ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ერთიანია, ამაყია, ძლიერია თითოეული ქართველი. ეს იყო ნამდვილად ისტორიული გამარჯვება, რომელსაც მივაღწიეთ 26-ში. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან ბევრი წლის შრომის შედეგი, ეს არის მათ შორის მთავრობის დამსახურება.

წლების განმავლობაში ხდებოდა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, სპორტსმენების მაქსიმალური მხარდაჭერა, მაქსიმალურად მოხერხდა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნულიყო და სპორტსმენებს საშუალება ჰქონოდათ ეკეთებინათ მათი საქმე და, რა თქმა უნდა სპორტის და ფეხბურთის ნამდვილი ქომაგობის მაგალითია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უკვე 2 ათწლეულია ძალიან ბევრი საქველმოქმედო საქმე გააკეთა. მათ შორის სპორტის მიმართულება იყო ერთ-ერთი პრიორიტეტი. შედეგებს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ რაგბიში, კალათბურთში, ფეხბურთში - სწორედ ამ ქველმოქმედების და მხარდაჭერის შედეგია. ჩვენს ნაკრებს დამატებითი სტიმული მიეცემა იმ საჩუქრით და იმ მხარდაჭერით, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ და მისმა დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა. ეს იქნება შემდგომი გამარჯვებების საწინდარი და წინაპირობა”, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება