თინა ბოკუჩავა კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თინა ბოკუჩავამ ასევე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში „ევროპის სახალხო პარტიას“ სიტყვით მიმართა.

“ახლახან დავიკავე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არის საქართველოში. უნდა აღვნიშნო, რომ წინა თავმჯდომარეს გადადგომა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული თავდასხმისას მიღებული მძიმე ფიზიკური დაზიანებების შედეგად მოუწია.

ამგვარი თავდასხმები ხშირი, სისტემური და მთავრობის მიერ ორგანიზებულია, ხოლო დამნაშავეები კი, დაუსჯელნი არიან.

მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ რუსეთის მავნე გავლენა საქართველოში ძალიან სწრაფად ვრცელდება. სამწუხაროდ, დესტაბილიზაციის წყარო არ არის მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც. ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული საქართველოს მთავრობა, რომელიც აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ასევე, სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან, მაგალითად, ჩინეთთან.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩინეთისთვის მიყიდვა ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას.

ამ ცვლილების სიმბოლური გამოხატულება იყო რუსული სტილის ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღება. ყველა საპარლამენტო ასამბლეამ, მათ შორის, ნატოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეებმა პოზიცია ამ კანონის შესახებ რეზოლუციებსა და განცხადებებში დააფიქსირეს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა გამოხატოს შეშფოთება საქართველოში სიტუაციის გაუარესების შესახებ.

ოქტომბერში საქართველოში უმნიშვნელოვანესი არჩევნები ტარდება და გთხოვთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა სადამკვირვებლო მისიაში.

ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ცივილიზებული მსოფლიო მათ გვერდით დგას. საქართველოს პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სურვილმა გაიმარჯვოს!”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა