მედია - ჯო ბაიდენი ოჯახმა, შესაძლოა, კანდიდატურის მოხსნაში დაარწმუნოს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უახლოესმა ნათესავებმა, მეგობრებმა და მრჩევლებმა შეიძლება დაარწმუნონ ის, სატელევიზიო დებატებზე წარუმატებელი წარმოდგენის შემდეგ, უარი თქვას ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ამ წრეში შედიან პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, პრეზიდენტის უმცროსი და ვალერი ბაიდენი, დიდი ხნის მეგობარი და რეგულარული მრჩეველი ტედ კაუფმანი, ასევე თეთრი სახლის მრჩეველთა მცირე ჯგუფი.

„მხოლოდ ეს ადამიანები ახდენენ გავლენას ბაიდენის პირად ცხოვრებასა და პრეზიდენტობასთან დაკავშირებულ დიდ და მცირე გადაწყვეტილებებზე“, - აღნიშნავს გამოცემა თეთრი სახლის ხელმძღვანელთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენსა და მის წინამორბედ დონალდ ტრამპს შორის ორი დღის წინ გამართული სატელევიზიო დებატების შემდეგ, დაიწყო მსჯელობა „დემოკრატების“ მიერ კანდიდატის შესაძლო შეცვლის შესახებ. პარალელურად, განიხილება საკითხი, შეძლებს თუ არა „დემოკრატიული პარტია“ სხვა კანდიდატის დასახელებას აგვისტოში გამართულ ყრილობამდე, ან მის დროს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია